ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
შინაური ცხოველების პატრონებმა თავიანთი ოთხფეხა მეგობრების საყვარელი ანიმაციური სერიალი აღმოაჩინეს. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მასობრივად დაიწყეს იმ ვიდეოების გაზიარება, რომელზეც ჩანს რომ კატები და ძაღლები გატაცებით უყურებენ მულტფილმს „სელაპი“.
„სელაპები“ სამხრეთკორეული უდიალოგო ანიმაციური სერიალია სელაპების ჯგუფის შესახებ. ის 2022 წლის 1 დეკემბერს კომპანია The Pinkfong Company-მ გაუშვა. კომპანიის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ვირუსული მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Baby Shark, რომელმაც YouTube-ზე 17 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. „სელაპების“ თითოეული სერია დაახლოებით 90 წამს გრძელდება. ახლა მისი ნახვა Netflix-ზეა შესაძლებელი.
სერიალის გამოსვლიდან თითქმის 4 წლის შემდეგ, შინაური ცხოველების პატრონებმა შენიშნეს, რომ ტელევიზორში „სელაპების“ ჩართვისას, მათი კატები და ძაღლები ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს. მფლობელებმა დაიწყეს შემოწმება, თუ როგორ მოქმედებს სერიალი მათ ოთხფეხა მეგობრებზე და ხუმრობენ კიდეც, რომ ის სპეციალურად შინაური ცხოველებისთვის შეიქმნა.