„რამდენი მინახავს შველივით ლამაზი და მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიური და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ნუკი "ინსტაგრამზე" ახლა პოსტს აქვეყნებს: 

"ქალში ყველაზე ლამაზი რა არის? მე მგონია, რომ ინტელექტი. ოღონდ, აი, ბარათაშვილის და გალაკტიონის ზეპირი ცოდნა კი არა, უფრო სხვა ინტელექტზე ვლაპარაკობ, იუმორი… და, ნუ, შეიძლება, თმა კიდევ, მე მიყვარს, ქალს რომ ლამაზი თმა აქვს. დანარჩენი მგონია მაგარი დებილობა, ფეხი, ტანი, აი, საერთოდ ყველაფერი.

რამდენი მინახავს შველივით ლამაზი და მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება. ან პირიქით, ერთი შეხედვით შეუხედავი და უცბად დაიწყებს ლაპარაკს და - ვაიმე, გიყვარდება, გელამაზება, ანათებს… მამაკაცზეც იგივე წესი მოქმედებს, თუმცა იქ უფრო ქცევებია თვალსაჩინო და არა საუბრის მანერა ან ხელის და ლავიწის კუნთის (თუ ასეთი არსებობს) სიმძლავრე.

თქვენ რას ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ვითომ საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას მიწიერ სტერეოტიპებს, სამაგალითოდ გავიზნიქე და წელი ჩავაგდე ამ ფოტოში… მე ხომ ეგეთი რაღაცები არ მაინტერესებს", - წერს ნუკი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)