„რამდენი ხანიც შევძელი, დავმალე... მოძრაობას უკვე ვგრძნობ...“ - თაკო საზინა ორსულობაზე

თაკო საზინა

გასულ კვირას, ბლოგერმა თაკო საზინამ სასიამოვნო სიახლე გაუმხილა გამომწერებს - მალე დედა გახდება და ამ ბედნიერებას პირველად ეზიარება. 

წყვილმა ბავშვის სქესი უკვე გაიგო, თუმცა ჯერჯერობით, არ ამხელენ.

21 კვირის ვარ... რამდენი ხანიც შევძელი, დავმალე ეს ამბავი... ბევრი კი მამჩნევდა და კომენტარებში მიწერდა, რა ხდებაო, მაგრამ ვთქვი, რომ ბარემ, დაბადების დღეზე გავამხელ ამ ამბავს-თქო.

ძალიან კარგი ორსულობა მაქვს, თვალი არ მეცეს... ვარ ძალიან აქტიური და ცოტა დატვირთული პერიოდიც დამემთხვა. მგონი, კარგად ვართმევ თავს. რომ მეკითხებიან, ბავშვი ხომ არ გაწუხებსო, მე ხომ არ ვაწუხებ იქით, ხანდახან ისე დავრბივარ (იცინის). 

სხვათაშორის, არც ტოქსიკოზი მქონია. ნელ-ნელა უკვე ვგრძნობ მის მოძრაობას, ძალიან, ძალიან მიხარია...“, - ამბობს ბლოგერი საკუთარ ვლოგში.