რა შეთავაზებები მიიღო და სად მიდის საცხოვრებლად ,,პრაიმ ჰაუსის" ყოფილი მონაწილე 

ტატო კახიძე

რეალითი შოუს, „პრაიმ ჰაუსის“ უკვე ყოფილი მონაწილის ცხოვრება, მას შემდეგ რაც პროექტს გამოეთიშა, რადიკალურად შეიცვალა. როგორც  ტატო კახიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, საკმაოდ ბევრი შეთავაზება მიიღო, თუმცა, საქართველოში დარჩენას არ აპირებს.

„მას შემდეგ რაც პროექტი დავტოვე, ძალიან გაიზარდა ჩემი ცნობადობა, ქუჩაში მაჩერებენ და ფოტოს გადაღებას მთხოვენ. ახლაც, სანამ თქვენთან მოვიდოდი, ბავშვებმა გამაჩერეს და ჩემთან ერთად ფოტოები გადაიღეს. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ბევრი სარეკლამო კომპანიისგან მივიღე შემოთავაზება. სამსახურის დაწყებას არ ვაპირებ თბილისში. დედაჩემთან, გერმანიაში უნდა წავიდე და ოჯახურ ბიზნესში ჩავერთო...“,- ამბობს ტატო კახიძე.

პროექტში დაძაბულობა რომ პიკს აღწევს, ყოფილი მონაწილეც კარგად ხედავს. ტატოს თქმით, გარედან „პრაიმ ჰაუსი“ სულ სხვანაირად ჩანს.

„პრაიმ ჰაუსში“, რომ დაძაბულობა პიკს აღწევს, ამას მაყურებელი კარგად ხედავს. დარჩენილ მონაწილეებს ერთმანეთი იმდენად შეუყვარდათ, რომ უკვე ძალიან უჭირთ „აუთსაიდერების“ დასახელება. თავადაც იციან, რომ ეს ყველაფერი თამაშია, მაგრამ ადამიანურად ძალიან ძნელია. ვრჩები პროექტის გულშემატიკვრად და განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ერთ-ერთ მონაწილეს, რომლის დასახელებისგან თავს შევიკავებ.“ - ამბობს ტატო კახიძე.