1746303287
ქართველმა წყვილმა 10-წლიანი ქორწინების შემდეგ ხელახლა იქორწინა, ცერემონიას ესწრებოდნენ მათი შვილებიც – ნახეთ ულამაზესი კადრები

10-წლიანი ქორწინების შემდეგ, ქართველმა წყვილმა ხელახლა იქორწინა. ანანო თავხელიძისა და დავით გელოვანის ქორწინების ცერემონიის კადრები სოციალურ ქსელში წყვილმა თავად გაავრცელა.
ქორწინების 10 წლის იუბილეზე იმყოფებოდნენ ანანოს და დავითის შვილებიც.
„ქორწინების 10 წლისთავი და ყველაზე საოცარი ღამე. ყველას მადლობა ამ დღისთვის“, – წერს ანანო თავხელიძე და ავრცელებს ფოტოებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს.
ცნობისათვის, ანანო თავხელიძე „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელია, დავით გელოვანი კი კოკა-კოლას ბრენდმენეჯერი.