“ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა…” - რა დეტალებია ცნობილი 8 წლის ბავშვზე, რომელიც აივნიდან გადმოვარდა
1747632055
ინგლისში მცხოვრებმა კაცმა, საფოსტო წერილი 30-წლიანი დაგვიანებით მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კაცმა საფოსტო მარკა შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ წერილი თითქმის 30 წლის წინ გამოგზავნეს, 1995 წელს. ადრესატი, რომლის სახელზეც წერილი რამდენიმე ათწლეულის წინ გამოიგზავნა, მისამართზე 2010 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგ სახლმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. ამჟამინდელი მეპატრონე კი, 60 წლის კაცი, ადგილზე 2015 წლიდან ცხოვრობს.
მისი ინფორმაციით, წერილის ადრესატი ქალი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კონვერტი საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა, თავად წერილის ფურცელი ძალიან კარგად შემონახული აღმოჩნდა. ტექსტის ავტორი მასში ბავშვობის მოგონებებს იხსენებს. უცნობია, ვინ გამოგზავნა ის და რა ურთიერთობა ჰქონდა სახლის ძველ და ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილ მფლობელთან. საფოსტო კომპანია ბოდიშს იხდის დაგვიანებისთვის.