„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
დემნა გვასალია System Magazine-თან ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ დაიწყო პარიზში პირველი სამსახური.
„პარიზში, ნიუ-იორკში და მილანში 90 პორტფოლიო გავგზავნე და არ ამიყვანეს. უკვე ვფიქრობდი, რომ ამ ინდუსტრიაში სამსახურს ვერ დავიწყებდი. მე არ ვიყავი სოციალური ხალხთან ურთიერთობაში, არასდროს ვყოფილვარ “sassy fashion boy” რომელიც მოდის კვირეულებზე დადის.
ბოლოს გადავწყვიტე, რომ პორტფოლიო Margiela -ში გამეგზავნა. შეიძლება ეს ჩემი, როგორც ეკონომისტის, ტვინის დამსახურებაა (დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი) მაგრამ ვიფიქრე - პორტფოლიო უნდა გახსნან, შეფუთვა არის მნიშვნელოვანი. პორტფოლიო პიცის ყუთში ჩავდე და გავგზავნე. ასე მივიქციე მათი ყურადღება.
დამირეკეს და მითხრეს: „შეძლებ, რომ 10 დღეში პარიზში ჩამოხვიდე?“ 3 თვე პარიზში მეგობრის ბინაში დივანზე მეძინა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო, რომ პარიზში ჩემთვის კარი გაიღო",- ამბობს დემნა გვასალია.