პატარძალმა სტუმრებს თანხა შეაგროვებინა და ქორწილი გააუქმა

ქორწილი

პატარძალმა ქორწილზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც სტუმრების უმრავლესობამ ქორწილზე დასასწრებად 1 500 დოლარის გადახდაზე უარი თქვა. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი წერს.

სიუზენი რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავდა თავის ქორწილს. მისი ოცნება იყო ერთი დღე მაინც ეგრძნო თავი კიმ კარდაშიანად. ამიტომ, ის და თავისი შეყვარებული დიდი ხნის განმავლობაში ფულს აგროვებდნენ და 15 ათასი დოლარი შეაგროვეს, თუმცა საოცნებო ქორწილის გადასახდელად მას 60 ათასი დოლარი სჭირდებოდა. ამიტომ ყველა დაპატიჟებულ სტუმარს სთხოვა მისთვის 1 500 დოლარი ეჩუქებინათ.

სტუმრების ნაწილმა ამაზე უარი თქვა, რის გამოც სიუზენმა ცერემონიის გაუქმების შესახებ ქორწილამდე ოთხი დღით ადრე განაცხადა. ამასთან, სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ ეჩხუბა შეყვარებულს და დაშორდა ყველა მეგობარს, რომელიც ურჩევდა ქორწილი მოკრძალებულად ჩაეტარებინა, ხოლო იმ სტუმრებს, რომლებმაც ქორწილზე დასწრებისთვის 1 500 დოლარი გადაიხადეს, სიუზენმა ფული არ დაუბრუნა და თქვა, რომ ეს თანხა მისთვის მორალური ტკივილის კომპენსაცია იყო. გოგომ გამოაცხადა, რომ „ფეისბუკის“ ექაუნთს აუქმებს და სტრესისგან გათავისუფლებისათვის მომდევნო ორი თვეს ამერიკის სამხრეთით მოგზაურეობაში გაატარებს.