ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
სტრიმინგ-სერვისმა Netflix ოფიციალურად დაასრულა თანამშრომლობა ლაიფსტაილ-ბრენდთან As Ever, რომელიც სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა დააარსა.
As Ever-მა დაახლოებით 11 თვის წინ (2025 წლის გაზაფხულზე) აიღო სტარტი Netflix-ის, როგორც ინვესტორისა და პარტნიორის მხარდაჭერით. პროექტი მეგანის კულინარიული შოუს - With Love, Meghan („სიყვარულით, მეგანი“) პლატფორმაზე გამოსვლის პარალელურად დაიწყო.
ბრენდი უშვებდა ნივთებშ სახლისთვის და საკვები პროდუქტები: არომატულ სანთლებს, თაფლს, ღვინოსა და ჯემს, ჩაისა და საცხობი მიქსებს, საკანცელარიო ნივთებს.
ყველა პროდუქტი პრემიუმ-სეგმენტს მიეკუთვნებოდა და მიზნად ისახავდა „ყოველდღიური სილამაზისა და სიმარტივის“ შექმნას.
„მეგანის ვნება იმის მიმართ, რომ ჩვეულებრივი მომენტები ლამაზი და მარტივი გახადოს, შთაგონება იყო ბრენდ As Ever-ის შექმნისთვის და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ იდეის განხორციელებაში. პროექტის შემდგომი განვითარება ჩვენი მონაწილეობის გარეშე მოხდება - როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი“, - აღნიშნეს Netflix-ში.