1733169705
ნახეთ, როდემდე გრძელდება ცუდი ამინდები და როდის გამოიდარებს საქართველოში
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, მაღალმთიან რეგიონებში პირველი თოვლიც მოვიდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ყველაზე ცივი დღეები, 20-21 ნოემბერს იქნება.
„20-21-ში ამინდი უარესდება. ღამის საათებში, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში - 5 გრადუსი იქნება. თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს და მალევე გამოიდარებს. 22-ში გამოიდარებს, 23-24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. 25-ში კვლავ გამოიდარებს და 27 ნოემბერს ისევ ფუჭდება. არამდგრადი ამინდია, მაგრამ ისეთი სიცივე, როგორიც დღეს და ხვალ იქნება, ასეთი სიცივე დანარჩენი დღეები აღარ ჩანს. ტემპერატურა 17 გრადუსამდე მოიმატებს“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ ნინო წვერავამ.
ასევე ნახეთ:
გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - „მოსალოდნელია ქარბუქი, შტორმი და თოვლის ზვავები“