ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1776628283
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა. ბერლინის ზოოპარკში მცხოვრები გორილას დაბადების დღის სუფრას ჩერი პომიდორი, ჭარხალი, პრასი და სალათის ფურცლები ამშვენებდა.
ფატუ მაშინდელ დასავლეთ ბერლინში ჯერ კიდევ 1959 წელს ჩაიყვანეს. იმ დროს მიიჩნევდნენ, რომ გორილა დაახლოებით 2 წლის იყო.
გინესის რეკორდების წიგნის ცნობით, ფატუ, სავარაუდოდ, დასავლეთ აფრიკის ველურ ბუნებაში დაიბადა. არსებობს ვარაუდი, რომ ფრანგმა მეზღვაურმა ის აფრიკიდან წაიყვანა და მარსელში, ბარის ვალის დასაფარად გადაცვალა. მოგვიანებით კი, გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგმა ცხოველებით მოვაჭრემ ფატუ ზოოპარკს მიჰყიდა.