მელანი ჩისჰოლმმა Spice Girls-ის სრული შემადგენლობით დაბრუნების შესაძლებლობაზე მიანიშნა

Spice Girls

Spice Girls-ის სრულფასოვანი დაბრუნების იმედი კვლავ გაჩნდა. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მელანი ჩისჰოლმი რადიოინტერვიუში მიანიშნა, რომ ლეგენდარული ჯგუფის ხუთკაციანი შემადგენლობით გაერთიანება კვლავ შესაძლებელია - ამჯერად უკვე ვიქტორია ბექჰემის მონაწილეობითაც, რომელიც წლების განმავლობაში გასტროლების მიღმა რჩებოდა.

2019 წელს Spice Girls-ი მასშტაბურ ტურნეში გაემგზავრა, თუმცა 4 წევრის შემადგენლობით - ვიქტორიას გარეშე. სრული შემადგენლობით ჯგუფი სცენაზე თითქმის 14 წელია არ გამოსულა: ბოლოს ეს 2012 წლის 12 აგვისტოს, ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე მოხდა.

ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში მელანი სი ამბობდა, რომ ჯგუფის სრულფასოვან გაერთიანებასთან დაკავშირებით „ოპტიმიზმს ინარჩუნებს“ და მსმენელებს მნიშვნელოვანი თარიღის შესახებაც შეახსენა: 2026 წელს ჯგუფს 30 წელი უსრულდება. ახლა მომღერალმა თავისი პოზიცია კიდევ უფრო პირდაპირ ჩამოაყალიბა: „თუ გახსოვთ, 2019 წელს ტურნეში წავედით და ვიქტორია ჩვენთან ერთად არ იყო. ამიტომ, მან ეს გამოცდილება აუცილებლად უნდა გამოცადოს“, - განაცხადა მან.

განცხადება ვიქტორია ბექჰემისადმი ინტერესის ახალი ტალღის ფონზე გაკეთდა. წლის დასაწყისში, მომღერლის ვაჟთან, ბრუკლინთან მიმდინარე სკანდალის გამო, ვიქტორიას ძველი სიმღერა Not Such an Innocent Girl ბრიტანული ჩარტებში დაბრუნდა. ამასთან, მან მოდაში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი მიიღო.