„პირველად ვამბობ ამას… ესენი არიან მატყუარა არსებები..." - გოგა მანია
1770582209
კიმ კარდაშიანი დიდ ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, რომ შაბათ-კვირა თავისი ახალი რჩეულის კამპანიაში გაეტარებინა — ამის შესახებ The Sun წერს.
მედიის ცნობით, კიმმა რომანტიკული უიქენდი ფორმულა 1-ის მრბოლელ ლუის ჰამილტონთან ერთად გაატარა. კარდაშიანი ლოს-ანჯელესიდან კოტსუოლდსში ჩავიდა, სადაც ჰამილტონთან ერთად მდიდრულ სასტუმრო Estelle Manor-ში გაჩერდა.
კიმი და ლუისი ერთმანეთს უკვე ათ წელზე მეტია იცნობენ. ზოგიერთი ინფორმაციით, ისინი პირველად 2014 წლის Met Gala-ზე შეხვდნენ. ამ დროის განმავლობაში მათ შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჯერჯერობით ვარსკვლავების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ