ჯეილოს ყოფილი ქმარი მათ განქორწინებაში  P.Diddy-ის ადანაშაულებს

ჯეილო და დიდი

ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმრის, ოჯანი ნოას თქმით,  მათ განქორწინებაში  P.Diddy-ია დამნაშავე.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ოჯანის თქმით, დაშორება მომღერლისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო, რადგანაც იმ მუსიკალური ლეიბლისაგან, რომელსაც შონ კომბსი ხელმძღვანელობდა, საკმაოდ დიდი თანხა მიიღო. მამაკაცი აცხადებს, რომ ჯეილო მას რეპერის რეკომენდაციით დაშორდა და ეს ალბომის პოპულარიზაციისთვის გააკეთა. 

ჯენიფერ ლოპესი და ოჯანი ნოა 1997 წლიდან 1998 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები. 

„დაე, მან სიმართლე თქვას. აღიაროს ყველაფერი, რაც მოხდა",- ამბობს ოჯანი ჯეილოზე.