„იცის, რომ მიყვარდა, მართლა... ვერ მოერგო ჰარმონიას. ვფიქრობ, განიცდის“ - ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრა პაიჭაძის განცხადებას, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას დედამ, შვილებთან ერთად, სახლიდან გააგდო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამომწერის შეტყობინებაზე - „ძალიან კარგი ქენი, ყველას დაუმტკიცე, რომ ფულის გამო არ იყავი მასთან და გიყვარდა“  მას ასეთი პასუხი აქვს:

არავის არაფერს ვუმტკიცებ. უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი ჩემი მამაკაცისგან... თავად იცის, რომ მიყვარდა მართლა და ვერ მოერგო ჰარმონიას, ეგაა მთავარი. ყველაზე კარგი და ერთგული მეგობარი დაკარგა, ვფიქრობ, ამას განიცდის ყველაზე მეტად და მესმის. არ ჰყავს გვერდით ნამდვილი მეგობრები... სულ გამომძალველები, აფერისტები და მოსარგებლეები. მე ეგეთი მათ შორის, ყველაზე ნაკლებად ვიყავი, ხედავდა და ვრჩები... ჩემი დაკვირვებით, სწორ ხალხს ვერ ეგუება ადამიანი... როცა თავად აქვს შიგნით ცბიერება. ჩემი სიკეთე და ფუნქცია მივიყვანე ბოლომდე... სუფთა ვარ ძალიან,“ - წერს პაიჭაძე.

ასევე ნახეთ: „ეგ, ჩემი ბინაა... მე ბინიდან არავინ გამიგდია...“ - ლაურა ღაჭავა