1779568738
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის რუკა, სადაც ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის დროშაა გამოსახული - „ახლო აღმოსავლეთის შეერთებული შტატები?“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის რუკის სურათი, რომელზეც ირანი ამერიკის დროშის ფერებშია ნაჩვენები.
გამოქვეყნებულ სურათზე დატანილია წარწერა: „ახლო აღმოსავლეთის შეერთებული შტატები?“
რუკაზე ირანი აშშ-ის დროშის ფერებშია, სხვა ქვეყნები – ხელუხლებელი.
ტრამპის გვერდზე არ არის განმარტება, რატომ გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტმა ეს პოსტი.












