გველის ამ სახეობას შეუძლია ადამიანი კბენის გარეშეც დააბრმავოს - ბიოლოგის განმარტება
1768077395
ყინულის სასახლეში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა , რომელიც "იმედის", "რუსთავი 2"-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემოდა. ერთ-ერთი ნომერი იყო ანრი ჯოხაძის მიერ შესრულებული "ყვავილების ქვეყანა", რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
„გულში ამხელა ტკივილი აქვს და მაინც როგორ იმღერა, ცრემლებს ვერ ვიკავებ“,
„ძლიერი ხარ, რომ არ გემღერა დედა არ გაპატიებდა. ნათელი მის სულს და შენ წარმატებები“,
„არ გემღერება მაგრამ მღერიხარ, ანრი მოგეხმარება უფალი ტკივილის დაძლევაში“,
„დედას უმღერის ნამდვილად ავტირდი ბრავო ანრი“, „ ახალ წლამდე დედა დაკარგა და ყველაფრის მიუხედავად მაინც დგას სცენაზე და მაგრადაა...გულში სტკივა და ეწვის მაგრამ იცის რომ ამით დედას გაუხარდება“, „უმაგრესი შვილი და ძლიერი ადამიანი ხართ გაგიმარჯოს“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის,24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა