„ღმერთო, გევედრები, სულ ჩახუტებულმა ატარე ამ სასტიკ სამყაროში…“ - ნანუკა გულუას შვილი 4 წლის გახდა

ნანუკა

მსახიობ ნანუკა გულუას შვილი 4 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით მსახიობი ბავშვის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

ჩემო სულითხორცამდე ლამაზო შვილო, გილოცავ დაბადების დღეს! დედიკოს უყვარხარ საშიშად ძლიერი სიყვარულით! 
ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დედა გავხდი შენი, ოქროსფერთმიანი, ცისფერთვალება ნინასი… 4 წელი მას შემდეგ, რაც იღბლიანი ბედნიერების ფეხით შემოხვედი ჩემს თურმე სრულიად უფერო ცხოვრებაში და ყველაფერი გააფერადე. 
ბევრს ვერ ვისაუბრებ შენზე… შიში ვახსენე და მერე გეტყვი, რატომაც. მაგრამ დღეს მთავარს გეტყვი, დედიკო — შენისთანა შვილზე ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. ჩემო გამორჩეულო, ჩემო საოცრება!

ღმერთო, გევედრები, სულ ჩახუტებულმა ატარე ჩემი შვილი ამ სასტიკ სამყაროში… დაიფარე, გაუფრთხილდი და ღრმა სიბერემდე უტკივილოდ, ჯანმრთელად და ძალიან ბედნიერად აცხოვრე…",- წერს მაახიობი.