„ბიბლიაში პირდაპირ წერია, ადამიანს ნუ გაამწარებ, გამწარებული კაცის წყევლას მისი გამჩენი შეისმენსო“ - მამა გიორგი

დეკანოზი გიორგი დორეული

სხვისი ცრემლისა და გულისტკივილის მიზეზი ნუ გახდები - დეკანოზი გიორგი დორეული საზოგადოებას მიმართავს და ადამიანებს ერთმანეთის მიმართ მეტი სიფრთხილისა და თანაგრძნობისკენ მოუწოდებს.

„ბიბლიაში პირდაპირ წერია, ადამიანს ნუ გაამწარებ, გამწარებული კაცის წყევლას მისი გამჩენი შეისმენსო. მე ყველას ვეუბნები, ჩემს ხორციელ და სულიერ შვილებს, სხვისი ცრემლის მიზეზი ნუ იქნები... სხვისი გულისტკივილის მიზეზი ნუ გახდები,“ - ამბობს დეკანოზი გიორგი დორეული.