„გეგონება, რამე ჰქონდეთ გაკეთებული ცხოვრებაში, კლავიშებზე კაკუნის გარდა“ - სტეფანე კრიტიკოსებს პასუხობს

სტეფანე და გია

სტეფანეს ახალი სიმღერის, „გაიღიმეს“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ამ დრომდე არ წყდება.

როგორც მომღერალმა თქვა, ამდენი შეტყობინება არც სხვა ნამუშევრებზე და არც დაბადების დღეებზე არ მიუღია.

სიმღერის, რომლის პრემიერაც „პრაიმ ჰაუსში“ შედგა და კლიპში გია სურამელაშვილი მონაწილეობს, ბექში მონაწილეობა სტეფანეს შვილმაც მიიღო და მამას კონცერტზე გამოსვლაზეც დასთანხმდა.

სტეფანე სოციალური ქსელით იმ კრიტიკოსებს პასუხობს, რომლებსაც სიმღერა არ მოეწონათ. 

„მცირე ჯგუფები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალ ვიდეოზე და სიმღერაზე. ეს დურან დურანია ოღონდ აჩქარებული, ის არის, ეს არის…

ინსპირაციის შესახებ არ სმენიათ არაფერი. ვიდეოში თურმე მარტო რობი ვილიამსი იკეთებს მეიქაფს, ჩემი ინსპირაცია კი გიაზე იყო ენი ლენოქსი…

ხო და

მხატვრობაში რომ ერკვეოდნენ, 21 საუკუნეში რამდენი მხატვარი იყიდება მილიონებად და მათ ხან ვისი გავლენა აქვთ, ხან ვისი… ოფიციალურად

ესენი თან კი არ გაკრიტიკებენ, გაგინებენ და გლანძღავენ… გეგონება რამე ჰქონდეთ გაკეთებული ცხოვრებაში, კლავიშებზე კაკუნის გარდა“,- წერს სტეფანე.