ფილიპინებზე ქალი 4 წელი შრეკის ქანდაკებას ეთაყვანებოდა

შრეკი

ფილიპინებში ქალი 4 წლის განმავლობაში თაყვანს სცემდა შრეკის ფიგურას, რადგან ის ბუდას ქანდაკება ეგონა.

South China Morning Post-ის ცნობით, 4 წლის წინ, მანილის მცხოვრებმა გადაწყვიტა, ადგილობრივ მაღაზიაში სახლის საკურთხევლისთვის ბუდას ქანდაკება ეყიდა. თაროებზე მან 3D პრინტერზე დაბეჭდილი შრეკის ფიგურა იპოვა, რომელიც სასურველ ქანდაკებად მიიჩნია მისი მომრგვალებული ფორმისა და „სახის ნაზი გამომეტყველების“ გამო.

ქალმა ფიგურა თავის საკურთხეველში თვალსაჩინო ადგილას დადგა, დაიწყო საკმევლის დანთება და ლოცვა. ის ამას ყოველდღე აკეთებდა, სანამ ერთ-ერთმა სტუმარმა არ შენიშნა, რომ ქანდაკების ფერი და სახის ნაკვთები ტიპური ბუდასგან ძალიან განსხვავდებოდა.

საკუთარი შეცდომის გააზრების შემდეგ, ქალმა განაცხადა, რომ მისთვის ლოცვის გულწრფელობაა მნიშვნელოვანი და არა თავად ქანდაკება. მან დასძინა, რომ კვლავაც აპირებს ფიგურის თაყვანისცემას.