1768248959
რეზა ფაჰლევი კითხვაზე, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ირანში მოქალაქეების სიკვდილზე: ეს ომია და ომს მსხვერპლი მოჰყვება
„არის თუ არა პასუხისმგებლობიანი ირანში მოქალაქეების გაგზავნა სასიკვდილოდ? თქვენ გეკისრებათ თუ არა გარკვეული პასუხისმგებლობა?“ - ამ კითხვით მიმართა CBS News-ის ჟურნალისტმა ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფაჰლევის, რომელიც აშშ-ში, ემიგრაციაში ცხოვრობს.
ფაჰლევის თქმით, ეს ომია, ხოლო ომს მსხვერპლი მოჰყვება, დაღუპულთა რაოდენობის შესამცირებლად კი საჭიროა ქმედება.
„ეს ომია და ომს მსხვერპლი მოჰყვება. სწორედ იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები და მაქსიმალურად შევამციროთ დაღუპულთა რაოდენობა - განსაკუთრებით უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ამ რეჟიმის გამო ისევ და ისევ იღუპებიან - აუცილებელია ქმედება“, - განაცხადა რეზა ფაჰლევიმ.










