ტრაგედია საგარეჯოში - 3 წლის გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
1778847540
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში ათი ქვეყანა გადავიდა: ბულგარეთი, უკრაინა, ნორვეგია, ავსტრალია, რუმინეთი, მალტა, კვიპროსი, ალბანეთი, დანია და ჩეხეთი.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.
ევროვიზია 2026-ის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ასევე მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.
საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე წარადგენდა ჯგუფი „ბზიკები“ სიმღერით On Replay.