„ექიმებმა დიდი ძალისხმევით გამომიყვანეს მდგომარეობიდან...“ - ლიკა გაგნიძე თურქეთის კლინიკიდან

ლიკა გაგნიძე

ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ხელმეორედ დაუსვეს, სოციალურ ქსელში აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს, თუ როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი.

იგი თურქეთში ქიმიის პროცედურაზე იყო წასული. როგორც ლიკა წერს, ქიმიას მეორედ იკეთებდა, თუმცა ორგანიზმმა წამალი არ მიიღო და ცუდად გახდა.

„მე კი მინდა ძლიერი ვიყო, მაგრამ ჩემმა ორგანიზმმა მიმტყუნა, ძლიერი ალერგია დამეწყო და ექიმებმა დიდი ძალისხმევით გამომიყვანეს მდგომარეობიდან, მადლობა უფალს და მათ რომ ცუდად არ დასრულდა. როგორც წინაზე ახლაც ნახევარი ქიმია ვერ გადამისხეს შოკური მდგომარეობის გამო, არადა ალერგიის ასაცილებლად ყველანაირად მომამზადეს წინასწარ,ვფიქრობ ემოციური მდგომარეობის გამო ხდება ეს ყველაფერი. დარჩენილ ორ ქიმიაზე სხვა პრეპარატს გადამისხამენ და იმედია ის ორი კარგად ჩაივლის“,- წერს ლიკა გაგნიძე. 

 

@likiita

მე კი მინდა ძლიერი ვიყო,მაგრამ ჩემმა ორგანიზმმა მიმტყუნა,ძლიერი ალერგია დამეწყო და ექიმებმა დიდი ძალისხმევით გამომიყვანეს მდგომარეობიდან,მადლობა უფალს და მათ რომ ცუდად არ დასრულდა❤️🥺 როგორც წინაზე ახლაც ნახევარი ქიმია ვერ გადამისხეს შოკური მდგომატეობის გამო,არადა ალერგიის ასაცილებლად ყველანაირად მომამზადეს წინასწარ,ვფიქრობ ემოციური მგომარეობის გამო ხდება ეს ყველაფერი.დარჩენილ ორ ქიმიაზე სხვა პრეპარატს გადამისხამენ და იმედია ის ორი კარგად ჩაივლის

♬ original sound - Tata.Natroshvili