,,ძალიან სასიამოვნო სიახლე" - რა გადაწყვეტილება მიიღო ,,პრაიმ ჰაუსმა"

პრაიმ ჰაუსი

,,რუსთავი 2-ზე" ყველაზე რეიტინგული პროექტი ,,პრაიმ ჰაუსი" მესამე სეზონით ბრუნდება.

შოუში მონაწილეობის მსურველებისთვის პროექტს სასიამოვნო სიახლე აქვს. 

შაბათს, ,,პრაიმ ჰაუსის" ბოლო ქასთინგი ,,რუსთავი 2-ში" გაიმართება და მასში მონაწილეობა ყველას შეეძლება.

,,ძალიან სასიამოვნო სიახლე მაქვს. ,,პრაიმ ჰაუსმა გადაწყვეტილება მიიღო, შაბათს, ,,რუსთავი 2-ში", გელოდებით ყველა მსურველს, ბოლო ქასთინგზე. მონაწილეობა ყველა თქვენგანს შეუძლია. გეძლევათ შანსი, რომ გახდეთ, ყველაზე რეიტინგული შოუს მონაწილე. ამისათვის, შეგიძლიათ მოხვიდეთ, გაიაროთ რეგისტრაცია და მიიღოთ  მონაწილეობა ბოლო ქასთინგში, ეს არის თქვენი შანსი, მოხვდეთ, ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ პროექტში", - ამბობს მარიამ სანოგო. 

ნახეთ, ვიდეო