1771355340
დედის მიერ მიტოვებული მაკაკა სათამაშო ორანგუტანგით - ამბავი, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო
6 თვის მაკაკა იტიკავას ზოოპარკიდან ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავად იქცა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ დაატარებს ის თან ფუმფულა სათამაშოს.
როგორც ირკვევა, მაკაკა, რომლის სახელიც პანჩია. 2025 წლის ივლისში იტიკავას ზოოპარკში დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, დედამ პატარა მაიმუნზე უარი თქვა და ის მიატოვა. შედეგად, 6 თვის პატარა პანჩი სრულიად მარტო დარჩა.
სანაცვლოდ ის ფუმფულა სათამაშოს დაუმეგობრდა. როგორც ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, სათამაშო პანჩს დედის მაგივრობას უწევს.











