„დამშეული ქალები მომრავლდნენ... მართლა მეშინია, ჩემმა ძმამ ვინ უნდა მოიყვანოს ცოლად?!“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს. ამჯერად, მან დაასახელა ის თვისებები, რომლებიც ქალში ყველაზე მეტად აღიზიანებს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი კი მანდილოსანს ფასს აკარგვინებს.

ქალს სიგოიმე აუფასურებს, ინტელექტის ნაკლებობა, სიხაბე... მე რომ კაცი ვიყო, ხარბ ქალს გვერდით არ გავიკარებდი. დამშეული ქალები მომრავლდნენ და ძალიან ამაზრზენია მათი ყველა ქმედება. მეც მყავს ძმა და უამრავი ჩემი მეგობრის მაგალითი. ქალები, ასწიეთ ტ***კი, იშოვეთ ფული და წაიკითხეთ წიგნები. გაუფასურებული ქალი იმ ფულიან კაცსაც კარგ ვარიანტში თუ შეეტენება, მთელი ცხოვრება იმ კაცის მონა უნდა იყოს. ასეთი ქალები ძალიან ბოროტდებიან და საშიშები ხდებიან. კაცი რომ ვიყო და კაცს სხვა ინტერესი შევატყო, არც დავანახებდი. 

ქალი კაცის კარგი ინვესტიციასავითაა. კაცმაც უნდა იცოდეს, ვისში დახარჯოს ფული. თუ ქალს არ სჭირდება შენი ფული და უბრალოდ, საჩუქარს უკეთებ, ეს ალბათ სასიამოვნოა. თუ იცი, რომ ბო**-ა და შენგან მარტო ფული უნდა, ესე იგი, შენ კაციც მაგარი ბანძი ხარ რომ იხდი! მოკლედ, გამოსწორდით, ხალხო!!!

თქვენ უფლება არ გაქვთ, ჩემი გშურდეთ. მე ღირსება არ დამიკარგავს ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე. ყველაფერი რაც შევქმენი, ჩემი ღირსებით მოვიპოვე! ამიტომ ვარ ალბათ, კაცებისთვის მომნუსხველი! რომ მეკითხებით, რა კრემებს ვხმარობ და რა მაქვს გაკეთებული, აქედან იწყება... ქალში ბავშვური სული არ უნდა მოკლათ! მრუშ ქალებს სახეზე ეტყობვა ცუდი წარსული და ასეთი ქალები კაცებს არ მოსწონთ. არც სერიოზულად უყურებენ და არც გცემენ არასდროს პატივს. ასე რომ, გამოსწორების გზაზე დადგეთ ჯობს! მერე შეგშურდეთ ჩემი. მართლა მეშინია, ჩემმა ძმამ ვინ უნდა მოიყვანოს ცოლად?!“ - წერს ნეკა დოროყაშვილი.