ჩინეთში მამაკაცმა საცოლეს სასამართლოში იმიტომ უჩივლა, რომ ქალი „ზედმეტად ბევრს ჭამდა"

ჭამა

ჩინეთში მამაკაცმა  საცოლეს სასამართლოში იმიტომ უჩივლა, რომ ქალი „ზედმეტად ბევრს ჭამდა". ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მამაკაცი, გვარადა ჰე იმ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს, რომელიც საცოლეს, გვარად ვანგს დაახარჯა. იქნებოდა ეს საჩუქრები, შეყვარებულობის პერიოდში  რესტორნებში სიარული, თუ ძვირად ღირებული საჩუქრები. 

როგორც ჰე ამბობს, მისი საცოლე იმდენად ბევრს ჭამდა, რომ მისი კუთვნილი რესტორნის მზარეულებსაც კი უჭირდათ ვანგის გემოვნების დაკმაყოფილება.