ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რაკეტებით, მართვადი ავიაბომბებით და უპილოტო აპარატებით იერიში მიიტანა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად კიდევ ათი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის სამიზნედ ქალაქში სამოქალაქო პირების საცხოვრებელი შენობები იქცა. 30 კერძო სახლი დაზიანდა და ერთი განადგურდა.
რუსეთის არმიამ ხარკოვში ასევე დაბომბა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.