დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც შეუძლებელია

ლარს ლოკე რასმუსენი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია ტრამპს ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის სწორი გზა [გრენლანდიასთან დაკავშირებით]“.

ამასთანავე, რასმუსენმა „პოზიტიურად“ შეაფასა პირდაპირი დიალოგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და დონალდ ტრამპს შორის.

„გრენლანდიის მისაღებად მუქარა დაუშვებელია. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც შეუძლებელია“, - დასძინა მან.