1768848716
არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც არ უნდა მოხდეს - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც არ უნდა მოხდეს.
ლარს ლოკე რასმუსენს ჟურნალისტმა ჰკითხა, გრძნობდა თუ არა, რომ აშშ-მა დანიას უღალატა.
„მე ვიყენებ სიტყვას „გაოცებული“. სიტუაციის ესკალაციის განზრახვა არ მაქვს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ყველა მოკავშირემ ნატო-ს ალიანსში, ევროკავშირში, დაიცვან ეს პრინციპები, რათა აჩვენონ ამერიკელ პრეზიდენტს – თქვენ გაქვთ სურვილი, გაქვთ ხედვა, გაქვთ მოთხოვნა, მაგრამ თქვენ ვერასოდეს შეძლებთ ამის მიღწევას ჩვენზე ზეწოლის გზით“, – განაცხადა რასმუსენმა.












