ქაბულში, რესტორანში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები

ქაბული

ქაბულში მდებარე ჩინურ რესტორანში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავებული, რომელთა შორისაც არიან ბავშვები.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.