რატომ იშლება ნაძვის ხე ნათლისღების დღესასწაულამდე - ეკლესიის განმარტება
1768747700
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ მის უფლებადამცველზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ დატოვა.
ადვოკატი არ საუბრობს, კონკრეტულად რის საფუძველზე შეეცვალა ბრალდებულს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს, კობა ხუნდაძეს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს.
ხუნდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.