დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - რა ახალი დეტალები ვრცელდება ესპანეთში მომხდარი ტრაგედიიდან

ავარია

ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია 152 ადამიანი. ინციდენტი ადამუსის მუნიციპალიტეტში მოხდა.

მადრიდისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის ვაგონები რელსებიდან გადავარდა და საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.