9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1761380760
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი თოვლიან დღეებში ბავშვების გარე აქტივობებს ეხმაურება და მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს.
„რა ლამაზად თოვს და როგორი გახარებულები არიან ჩვენი ბავშვები. ცივი ჰაერი არ გვემუქრება — ნამდვილი მტერი გადაცივება და გადაღლაა.
თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!
ბავშვი შაქრის ნამცხვარი არაა — ჰაერზე არ დნება. უფრო მეტიც, სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული.და ბოლოს, გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი, ჩააცვით მშრალი წინდა და მერწმუნეთ, უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან“, - წერს პედიატრი.