1771531835
ჩინეთში კაცმა აფთიაქი ოჯახის დანგრევაში დაადანაშაულა
ჩინეთის ქალაქ იანძიანში მცხოვრებმა კაცმა აფთიაქი დაადანაშაულა იმაში, რომ თანამშრომლების ქმედებების გამო მისი ღალატი გამოაშკარავდა.
როგორც კაცი აცხადებს, ეს ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კაცის თქმით, მან აფთიაქში ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეიძინა და მათი საფასური მობილური აპლიკაციის საშუალებით გადაიხადა. თუმცა, შეფერხების გამო ტრანზაქცია არ შესრულდა. აფთიაქის თანამშრომლები შეეცადნენ, დაკავშირებოდნენ კლიენტს მისი პირადი ბარათის მონაცემებში მითითებულ ნომერზე. ზარს მისმა მეუღლემ უპასუხა, რომელსაც შეატყობინეს თუ რა იყიდა მისმა ქმარმა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს აბები ცოლისთვის კი არა, კაცის საყვარლისთვის იყო განკუთვნილი. შედეგად, კაცის ღალატი გამოაშკარავდა.











