„ჩემი ცოლ-შვილის გამო ყველაფერს გავაკეთებ…“ - გიორგი ცხადაძე

გიორგი ცხადაძე

მომღერალმა და მსახიობმა, გიორგი ცხადაძემ, გადაცემაში „მეგობრობის დღიური“ კითხვებს უპასუხა:

„ჩემი სიმპათია ეკუთვნის ადამიანს, რომელიც არის გულწრფელი, ყველაზე მეტად არ მიყვარს მატყუარა ადამიანები.

მთელი ცხოვრება ვოცნებობდი იმაზე, რომ დედამიწას ვნახავდი შორიდან, შესაბამისად, მინდოდა კოსმოსში გაფრენა...

ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ტრაქტორისტი.

ჩემი იდეალი არის მშობლები, მამაჩემი, მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის...

კითხვაზე, მზად ხარ თუ არა, ვინმეს გამო შეიცვალო, ცხადაძე ამბობს:

კი, ეს არის ჩემი ცოლი და ჩემი შვილი, მათ გამო ყველაფერს გავაკეთებ, მათ შორის, თუ ცვლილება იქნება საჭირო...

ნამდვილი სიყვარული ალბათ ერთხელ მეწვია და ისიც ბავშვობაში და ახლა ჩემი ცოლია,“ – ამბობს ცხადაძე. 

ასევე ნახეთ: 

„მოვა დრო და როცა ივერის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს საქართველოში ბერი ნიკოლოზი შემოუძღვება" - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება

„გუდაურში „საწყალი“ არავინ ისვენებს... ძალიან კარგი, თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს…”- რას წერს დათო ლიკლიკაძე

დააჯარიმეს ექიმი, რომელმაც 1000-ზე მეტი მოსწავლის ვაქცინის ჩანაწერები გააყალბა (უცხოეთი)