1769284719
ბრუკლინისა და ნიკოლას სკანდალური ქორწილის დეტალები გასაჯაროვდა - „ნიკოლა დარბაზიდან ტირილით გავარდა...“
ბეკჰემების ოჯახი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ბრუკლინ ბეკჰემისა და ნიკოლა პელტცის ქორწილში მიმდინარე მოვლენებზე ამჯერად, Fat Tony საუბრობს, რომელიც ცერემონიაზე დიჯეი იყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„მარკ ენტონიმ სცენაზე ბრუკლინს დაუძახა. ყველა ელოდა, რომ მალე სცენაზე მისი მეუღლე, ნიკოლაც გამოჩნდებოდა და წყვილის პირველი ცეკვა შედგებოდა. თუმცა, მარკმა სცენაზე ვიქტორია ბეკჰემს მოუხმო და მას ყველაზე ლამაზი ქალი უწოდა. ამ დროს ნიკოლა დარბაზიდან ტირილით გაიქცა.
მარკმა კი ბრუკლინს მიმართა - „მოხვიე დედაშენს თეძოზე ხელი, როგორც ეს ლათინო-ამერიკული ცეკვებისთვისაა დამახასიათებელი". მთელი ეს სიტუაცია ძალიან უცნაური იყო. ვფიქრობ, ყველას გამორჩა ის ფაქტი, რომ მშობლებმა შვილი სწორედ ამ დროს დაკარგეს",- ამბობს DJ Fat Tony.











