ნინო წილოსანი: მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელსაც უტიფრად შეუძლია თქვას, რომ საკუთარი ქვეყნის გაუქმებას დაუჭერდა მხარს და მას რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, თუ რომელ პოლიტიკურ ორბიტას მიეკუთვნება ის თავად

ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც - “რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა”.

ნინო წილოსანის განცხადებით, მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის რუმინეთის შემადგენლობაში შეყვანა სურს, აქედან გამომდინარე კი მარტივი მისახვედრია, თუ რომელ პოლიტიკურ ორბიტას მიეკუთვნება თავად ის.

“მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელსაც უტიფრად შეუძლია თქვას, რომ საკუთარი ქვეყნის გაუქმებას დაუჭერდა მხარს და მას რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, თუ რომელ პოლიტიკურ ორბიტას მიეკუთვნება ის თავად…”- წერს ნინო წილოსანი.