ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციაში მცხოვრებ კატაზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებენ

კატა

კატა ლარიზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ცხოვრობს, დოკუმენტურ სერიალს გადაიღებენ. პროექტზე ტელეკომპანია Channel 4 იმუშავებს.

ლარი რეზიდენციაში 2011 წელს, დაუნინგ სთრითის 10 ნომერში თაგვებთან ბრძოლის მიზნით მიიყვანეს. მანამდე ის ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მას შემდეგ ლარი ქვეყნის მთავარი მეთაგვე გახდა და ამ პოსტზე უკვე 14 წელია „მუშაობს“. ამ პერიოდში ქვეყანაში 6 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, ამიტომ ბევრი ბრიტანელი ლარის სტაბილურობის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევს.

მის ანგარიშს სოციალურ ქსელებში ასობით ათასი გამომწერი ჰყავს, თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან მას სათამაშოებს და სასუსნავებს უგზავნიან.