1733256870
არიანა გრანდემ მამასთან ურთიერთობის აღდგენის შემდეგ გვარი შეიცვალა
როგორც ჩანს, არიანა გრანდემ მამასთან შერიგების შემდეგ გვარი შეიცვალა.
მომღერალს მალე ბროდვეის მიუზიკლის, Wicked-ის ეკრანიზაციაში გლინდას, კეთილი ალქაჯის როლში ვიხილავთ, რომელიც დიდ ეკრანებზე ნოემბრის ბოლოს გამოდის. თუ ფილმის ყურებას ბოლო წუთებამდე არ შეწყვეტთ, მსახიობთა სიაში არიანა გრანდეს გვარი განსხვავებულად მოგეჩვენებათ.
ჰოლივუდის ტაბლოიდების მიხედვით, მამასთან, ედ ბუტერასთან შერიგების შემდეგ მომღერალმა გვარი შეიცვალა და ამიერიდან არიანა გრანდე-ბუტერად იწოდება.
ედ ბუტერა არიანას დედას, ჯოან გრანდეს მაშინ დაშორდა, როცა მომღერალი მხოლოდ რვა წლის იყო. 2014 წელს არიანამ განაცხადა, რომ მამასთან კონტაქტი დიდი ხანია, აღარ ჰქონდა. "შევეგუე, რომ ნახევრად მამაჩემი ვარ და ჩემი ბევრი თვისებით მას ვგავარ. ეს თვისებები ჩემს თავში დიდი ხნის განმავლობაში არ მომწონდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ შეიძლება ის ადამიანი, ვისაც ვერ უგებ, მაინც გიყვარდეს," — თქვა არიანამ.
მას შემდეგ მამა-შვილის ურთიერთობა აშკარად დალაგდა — ედ ბუტერა არიანა გრანდეს გვერდით 2020 წლის გრემის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზეც ვიხილეთ. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა არიანამ მამის გვარის მიღება.