„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ბლოგერი მარიამ ლამაზი აცხადებს, რომ განშორების შემდეგ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. როგორც ის ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, უკვე ერთი წელია, რაც აფროამერიკელ მეუღლეს დაშორდა, ამჟამად კი შეყვარებულია და პირად ცხოვრებაში ბედნიერ პერიოდს გადის.
მარიამ ლამაზის თქმით, საკუთარ თავზე ზრუნვამ, შინაგანმა გარდაქმნამ და მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ინტერვიუში ის ასევე საუბრობს წონაში კლებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის კავშირზე.
„ჭარბი წონის მიზეზი მხოლოდ ბევრი საკვების მიღება არ არის. ფსიქოლოგიურად ამის ერთ-ერთი მიზეზი გამოუთქმელი ემოციებია. როცა რაღაცას ითმენ, წყენა, ტკივილი და დარდი ორგანიზმში გროვდება. არასწორად შერჩეული პარტნიორიც ჭარბი წონის ერთ-ერთი მიზეზია. როცა ცხოვრობ ადამიანთან, რომელიც შენთვის მიუღებელია, სხეული ფორმას იცვლის და არამიმზიდველი ხდება. ჩემი აზრით, ფსიქოსომატიკა ასე აისახება ჩვენს სხეულზე“, – ამბობს მარიამ ლამაზი.
ბლოგერის თქმით, განშორებისა და შინაგანი ცვლილებების შემდეგ მან საკუთარი თავი თავიდან აღმოაჩინა და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.