„არ მეშინია ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ... მადლობა უფალო, ყველაფრისთვის“ - რას წერს იუბილარი ჯანეტ ქერდიყოშვილი

ჯანეტ ქერდიყოშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელიც 3 შვილის დედაა, იუბილარია. იგი 35 წლის გახდა. მოდელმა დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური და მადლიერების პოსტი გამოაქვეყნა:

„აი, 35 წლისაც გავხდი… ზოგჯერ ვუყურებ ნოეს და ჩვენს სამ გოგონას და ჩემთვის ვფიქრობ, ნეტავ, რით დავიმსახურე ამდენი სიყვარული?

მადლობა ღმერთო ჩემი მშობლებისთვის, მათი სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ბავშვობიდან დღემდე თან მომყვება. მადლობა ნოესთვის, ვისთან ერთადაც მიხარია წლების მატება და ჩვენი სამი გოგონასთვის, რომელთა დედობაც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია. ამ დღეებში ჩვენმა ტოპიმაც ათი ლეკვი გვაჩუქა და სახლში სიხარული კიდევ უფრო მოგვემატა.

მადლობა მეგობრებისთვის, რომლებთანაც სიხარული მიათმაგდება და იმ საქმისთვის, რომელსაც მთელი გულით ვაკეთებ. არ მეშინია ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. მადლობა, უფალო, ყველაფრისთვის.

თქვენ კი, ჩემო მეგობრებო, გულით გიხდით მადლობას ყოველი მოლოცვისა და თბილი სიტყვისთვის. იცოდეთ, თქვენს წერილებს ყოველთვის ვკითხულობ და თითოეული მათგანი გულს მითბობს“, - წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Janet Kerdikoshvili (@janeta_kerdikoshvili)

✕