„არ გამოიყურები, როგორც 48 წლის ქალბატონი, გამოიყურები, როგორც 18-19 წლის გოგონა…“ - ვიდეო ნინა წკრიალაშვილის დაბადების დღის წვეულებიდან

ნინა წკრიალაშვილი

ნინა წკრიალაშვილი იუბილარია. ის 48 წლის გახდა.

მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მამა მის სადღეგრძელოს ამბობს და ვიდეოს წარწერა დაურთო: „ტაქტიკა შეცვლა, კაბის სიგრძე რომ დავაგრძელო“.

„ვულოცავ ქალბატონს, რომელიც დაიბადა მე-19 საუკუნეში, ახლა ვართ 21-ე საუკუნეში. შენ უნდა მიხვდე, რომ უკვე ხანდაზმული ქალი ხარ, მაგრამ ასაკი არ გეტყობა.

ბავშვივით ჭკუა გაქვს, რაც მთავარია. არ გამოიყურები, როგორც 48 წლის ქალბატონი, გამოიყურები, როგორც 18-19 წლის გოგონა. უფალი გფარავდეს, რაც მთავარია…“,- მიმართავს ნინას მამა.