როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსული ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ ემანუელ სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ არ მოვითმენთ არანაირ დარღვევას. დღეს დილით საფრანგეთის საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსეთიდან მომავალი ნავთობტანკერი, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარებოდა და ეჭვობდნენ, რომ ყალბი დროშით დაცურავდა.
ოპერაცია ჩატარდა ხმელთაშუა ზღვის წყლებში, ჩვენი რამდენიმე მოკავშირის დახმარებით. ეს განხორციელდა გაერო-ს საზღვაო სამართლის კონვენციის მკაცრი დაცვით. სასამართლო გამოძიება დაიწყო. გემი სხვა მიმართულებით გადაიყვანეს. ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და უზრუნველვყოთ სანქციების ეფექტურობა. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობა ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის დაფინანსებას“, – წერს მაკრონი.