იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
ანა ვინტური შესაძლოა იყოს მოდის ერთადერთი საკულტო ფიგურა, რომელსაც თითქმის არასდროს აცვია სრულად შავი ფერი, თუმცა გამონაკლისები ხდება, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან ქალს. ამერიკული ვოგის ლეგენდარული რედაქტორი თეთრი სახლის ვახშამზე იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ჯო და ჯილ ბაიდენებმა თეთრ სახლში პირველ “State Dinner”-ს უმასპინძლეს, მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. საღამოს საპატიო სტუმრები საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი იყვნენ.
სტუმართა სიაში მოხვდნენ სხვა ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის – ანა ვინტური. ანას ვახშამზე შანელის ვინტაჟური შავი კაბა და ოქროს აქსესუარები ამშვენებდა. ლუქი 1983 წლის შანელის ოტ-კუტიურ კოლექციიდან არის, რომელიც ლეგენდარულმა კარლ ლაგერფელდმა შექმნა.
ოქროზე ფასი შეიცვალა - უახლესი მონაცემები
1770064676
ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს
1770110508