„ამ ადამიანებთან დაკავშირებულ ფოტო და ვიდეო მასალებს ნუ გამომიგზავნით...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

თაია ჭიჭინაძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, თაია ჭიჭინაძე 2-თვიან მოგზაურობაში წავიდა, საიდანაც მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, არ სურს წარსულში დატოვებულ ადამიანებზე საუბარი და არც მათით ინტერესდება.

ყველა ადამიანს, ვისაც მე ვუყვარვარ, მივმართავ, ძალიან გთხოვთ, ნუ მომწერთ და მკითხავთ ნურაფერს, ჩემს წარსულში დატოვებულ ადამიანებთან დაკავშირებით. ნურც მათ ფოტო და ვიდეო მასალას გამომიგზავნით - წარსული უკან დავტოვე და აღარ მაინტერესებს. გთხოვთ, ნუ გამომიგზავნით ნურაფერს, არც საუბარი მსურს მათზე, - ამბობს თაია ჭიჭინაძე.