„13 წელია როგორ მენატრები“ - ნანა ლორთქიფანიძის ემოციური პოსტი მამის ხსოვნას

ნანა ლორთქიფანიძე

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სევდიან და ამავე დროს თბილ პოსტს აქვეყნებს. იგი მამას, ცნობილ​ ქართველ რეჟისორს რეზო ლორთქიფანიძეს იხსენებს. მსახიობმა მამასთან ერთად გადაღებული ძველი, საოჯახო ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი სიტყვები დაურთო:

„13 წელი, როგორ მენატრები. მიყვარხარ მა“, - წერს ნანა ლორთქიფანიძე.

ცნობილი რეჟისორი რეზო ლორთქიფანიძე 2013 წელს გარდაიცვალა. მამის დანაკარგით გამოწვეულ ტკივილსა და მონატრებაზე მსახიობი საკუთარ ინტერვიუებში ხშირად საუბრობს. ნანა ლორთქიფანიძის ამ ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებმაც ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და აღნიშნეს, რომ ბატონი რეზო თავისი საქმითა და პიროვნებით ბევრს დღემდე გამორჩეულად ახსოვს.