სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ესპანელი სერხიო იბანიეს ბანიონი დაამარცხა.
ზურაბ ზურაბიანმა პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი კარიერაში მეორედ მოიპოვა. გასულ წელს პარალიმპიადაზე კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მიმდინარე ტურნირზე ეს საქართველოსთვის მოპოვებული მეორე მედალია. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ) იზეიმა.
პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.