სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნა, განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.
„პირველად მქონდა პატივი თბილისში მემასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისთვის, მისი უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანისთვის. ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით. განვიხილეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები და განვამტკიცეთ ჩვენი საერთო ერთგულება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს ისტორიული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას და ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს“, - წერს ირაკლი კობახიძე.
For the first time in Tbilisi, I had the privilege of hosting the President of the UAE, H.H. Sheikh Mohamed bin Zayed Al Nahyan @MohamedBinZayed . During the visit, we engaged in productive discussions across all strategic directions, exploring opportunities for closer… pic.twitter.com/8Lav18UMus
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) September 19, 2025